მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" არაერთხელ დაწერა რუსთავში არასწორი პარკირებისა და მისგან გამოწვეული ჯარიმების შესახებ, მოსახლეობის ინტერესი კვლავ დიდია.
რუსთაველები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათ უბნებში, განსაკუთრებით კი ცენტრალურ გამზირებზე არასწორად დაპარკინგებული ავტომობილები კვლავ დიდი პრობლემაა.
ხშირად კი არასწორად დაპარკინგებული ავტომობილები აფერხებენ მოძრაობას.
კანონის თანახმად, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, მძღოლი საპატრულო პოლიციის მიერ 10 ლარით ჯარიმდება.
ასევე, პოლიციას აქვს უფლება, რომ თუ მითითების შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალების მეპატრონე მანქანას აღნიშნული ტერიტორიიდან არ გაიყვანს, გამოიძახოს ევაკუატორი და მოხდეს ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა. შესაბამისად, მძღოლს 10 ლარის გარდა, საჯარიმო სადგომზე განთავსებისთვის დღიური თანხის გადახდაც მოუწევს