"საახალწლო ზღაპარი" ჟიული შარტავას სახელობის სკვერში [video]

2022-12-17 19:33:00

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში არსებულ ჟიული შარტავას სახელობის სკვერში პატარებისთვის საახალწლო სპექტაკლი გაიმართა.

სპექტაკლი სახელწოდებით " საახალწლო ზღაპარი" სპეციალურად სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დაიდგა და მასში რუსთავის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

საახალწლო სპექტაკლი შიდასაუბნო რეკრეაციულ სივრცეებში გაიმართება. მომდევნო დადგმას პატარები ხვალ, 18 დეკმებერს, 18:00 საათზე, ახალგაზრდობის პარკში იხილავენ.

შეგახსენებთ, რუსთავში საახალწლო ღონისძიებები 10 დეკემბერს დაიწყო და 6 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.