პარლამენტთან აქციაზე 2 პირი დააკავეს

2022-12-16 16:36:37

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე "ანტიკორუფციული მოძრაობის" 2 წევრი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები დათო დიღმელაშვილი და ლუკა კორკოტაშვილი არიან.

მოძრაობის წევრები აქციას პარლამენტში რატი ბრეგაძის ვიზიტის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მართავდნენ.

ინფორმაციისთვის, "ანტიკორუფციული მოძრაობის" წარმომადგენლებმა შემდეგში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის ოფისთან გადაინაცვლეს და პროტესტი იქ გააგრძელეს.