"თქვენ იმყოფებით არაკანონიერ გაფიცვაზე" [video]

2023-04-01 12:01:09

საწარმო ჯეოსთილში დასაქმებული პირები, ადმინისტრაციასთან შეხვედრის მოლოდინში არიან.

საწარმოს თანამშრომლების განცხადებით,  ჯეოსთილის ხელმძღვანელი პირებისგან მათ მოკლეტექსტური შეტყობინებები მიიღეს, სადაც მათ აქციების შეწყვეტისკენ და სამუშაო პროცესის განახლებისკენ მოუწოდებდნენ.

დღეს ადგილზე მოსულ თანამშრომლებს კი საწარმოში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. თანამშრომლების გაფიცვის ფონზე საწარმოში პროცესი 22 მარტიდან შეჩერებულია. აქციის გამართვის მიზეზი. სამუშაო საათების შეუსაბამო ანაზღაურება გახდა.