პოლონეთში, ბინების ქურდობის გამო, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ 27 და 33 წლის მამაკაცები სპეცოპერაციისას აიყვანა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცებმა მინიმუმ სამი ბინა გაქურდეს და საცხოვრებელი სახლებიდან როგორც თანხა, ასევე სხვა ძვირფასი ნივთებიც გაიტანეს.
საქართველოს მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.