2022-11-08 13:51:43
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, აღრის პროვინციაში, სამგზავრო ავტობუსისა და ორი სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე 7 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა.
თურქული მედიის ცნობით, ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.