მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დისტანციურად ჩართვის უფლება არ მიეცა

2022-12-14 11:52:10

მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის უფლება არ მიეცა.

ამასთან დაკავშირებით განცხადება მოსამართლე გიორგი არევაძემ, სასამართლო პროცესზე გააკეთა.

მისი თქმით, პენიტენციური სამსახურიდან საკითხზე წერილი მიიღეს, რომელშიც განმარტებულია, რომ: "პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს".