მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

2022-12-09 13:37:12

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

მომდევნო სხდომა 14 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

საქალაქო სასამართლოს დღეს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მის გათავისუფლებაზე უნდა ემსჯელა.

მიხეილ სააკაშვილის სურვილი იყო, დღევანდელ სხდომას დასწრებოდა, თუმცა ის პროცესზე არ მიიყვნეს.

სასამართლოსთან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების აქცია ამ დრომდე გრძელდება.