სურსათის ეროვნულმა საააგენტომ რუსთავში 2 ობიექტი დააჯარიმა

2022-12-07 18:38:01

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნომებრის თვეში რუსთავში 2 ობიექტი დააჯარიმა, მათ შორის ერთ-ერთში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.

სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის, მირანგულა ლიპარტელიანის განცხადებით, კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა ფქვილის საწარმოში, ობიექტი დაჯარიმდა 1000 ლარით და მუშაობა განაახლა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ დარღვევები გამოასწორა.

ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, მეორე დაჯარიმებული ობიექტი სასურსათო მაღაზიაა, რომელშიც ეტიკეტირების წესის დარღვევას ჰქონდა ადგილი. მაღაზია 200 ლარის ოდენობით დასანქცირდა.

ჯამში, ქალაქის მასშტაბით, ინსპექტირება 21 ობიექტში ჩატარდა.

აქვე უნდა აღნინიშნოს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაწესებულებების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებენ.

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი მანამ, სანამ ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.