როდის ელოდებიან გრიპის პიკს მედიკოსები

2022-12-06 11:07:06

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე, საერთაშორისო მონაცემების საფუძველზე არ გამორიცხავს, რომ ვირუსმა ეპიდემიის სახე მიიღოს.

ექიმი საუბრობს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, როგორც ვირუსთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებაზე.

"დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ დეკემბერი-იანვარი ქვეყანაში არის სწორედ ის პერიოდი, როცა გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების გავრცელების რაოდენობა პიკს აღწევს. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, გავრცელების მაღალი მაჩვენებელი იყოს სწორედ დეკემბრის თვეში. ამიტომ, ხაზს ვუსვამ ვაქცინაციის მნიშნელობას",- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კლინიკების ნაწილი, ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, კარანტინის რეჟიმზე უკვე გადავიდა.