კაცს დენმა დაარტყა

2022-12-03 13:26:27

ასპიძაში, სარემონტო სამუშაოებისას, კაცს დენმა დაარტყა.

შემთხვევა ასპინძის ცენტრში მოხდა, როდესაც კომპანია "სერვის ნეტის" თანამშრომელი სამუშაოებს აწარმოებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დაბის ცენტრში მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს ბოძის გამოცვლის დროს შეეხო.

ასპინძის კლინიკის მორიგე ექიმის თქმით, 45 წლამდე კაცი კლინიკაში სხვადასხვა სახის დამწვრობით, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ამჟამად პაციენტი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მომხდარი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"