საბერძნეთში მძიმე დანაშაულისთვის 31 წლის ქართველი დააკავეს

2022-12-03 11:14:04

საბერძნეთის პოლიციამ, ათენში 31 წლის ქართველი დააკავა.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდა ქართველმა 2021 წლის 16 მაისს იტალიაში, კალაბრიას რეგიონში 3 ადამიანთან ერთად ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღა, რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად აიყვანა სახლის მეპატრონე და მისი ოჯახის 3 წევრი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ჩვილი იყო.

ქართველი თანამზრახველებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა მძევლად აყვანილებს, რა დროსაც დაზიანებები მიიღო ჩვილმა და მისმა დედამაც.

წელიწადნახევრიანი ძებნის შემდეგ, 32 წლის ქართველი საბერძნეთის პოლიციამ დააკავა. მას ბრალად ედება ყაჩაღობა და მკვლელობის მცდელობა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები