როგორი ამინდია მოსალოდნელი რუსთავში

2022-12-01 12:35:10

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +14, +19 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება რუსთავს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 2 დეკემბერი + 7 °C, 3 დეკემბერი 6 °C, 4 დეკემბერი + 5 °C.