რუსთავში კოვიდის შემთხვევათა მატება არ შეინიშნება.
"ინფო რუსთავი" I და II დიაგნოსტიკური ცენტრების წარმომადგენლებს ესაუბრა, სადაც აცხადებენ, რომ დადებითობის ტენდენციის ზრდა არ ფიქსირდება.
როგორც I დიაგნოსტიკური ცენტრის ხელძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში, დღის განმავლობაში, საშუალოდ, 20 ადამიანი იტესტება. შემოწმებულ პირებს შორის კი, კორონავირუსი მაქსიმუმ 1 ან 2 ადამიანს უდასტურდება.
100-ზე მეტი პირი მოწმდება დღიურად რუსთავის II დიაგნოსტიკურ ცენტრში. როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, ჩატარებულ ტესტებს შორის დადებითი მაქსიმუმ 3 შემთხვევაა.
მათივე თქმით, პაციენტებში უფრო მეტად ვირუსები ცირკულირებს.