გარყვნილი ქმედება 8 წლის ბავშვის მიმართ

2022-11-23 12:05:11

სამეგრელოში გარყვნილი ქმედების ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას 8 წლის ძმიშვილის მიმართ ედავებიან.

სასამართლომ ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

არასრულწლოვანს ჩაუტარდა ექსპერტიზა, თუმცა პასუხი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული მამაკაცის ოჯახის წევრები ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ.

როგორც ისინი აცახდებენ, მცირეწლოვნის დედას პირადი ინტერესი ჰქონდა და „ამიტომაც ეს ისტორია გამოიგონა“. მათი განცხადებით, ამბობენ , რომ სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებენ. ბავშვის დედას პროვოკაციაში ადანაშაულებენ ასევე დაკავებულის სხვა ოჯახის წევრებიც და ყვებიან, რომ ქალი ადრე დედამთილს და მამათილს ცემაში ადანაშაულებდა.

"ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

 


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები