გარყვნილი ქმედების ფაქტი რუსთავში

2022-08-20 00:00:46

გარყვნილი ქმედების ფაქტი რუსთავში

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, 30 წლამდე მამაკაცმა ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება. არსებული ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი პოლიციაში თავად დაზარალებულმა განაცხადა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 138-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.