რუსთავში, ლეონიძის სკვერში 85 წლის კაცი გარდაცვლილი ნახეს.
როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, გარდაცვლილი კაცი სკვერში არსებულ სასაწყობე ოთახში იპოვეს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საქმე, სავარაუდოდ, სუიციდს ეხება. "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს არკვევს.