ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული [photo]

2022-11-21 23:15:39

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ცხენს შეეჯახა, შემდეგ კი სიმაღლიდან გადავარდა.

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

მომხდართან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფოტო: მთავარი არხი