დაპირისპირება რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარესა და თანამშრომლებს შორის [video]

2022-11-11 16:56:10

შრომის ინსპექციის დასკვნის მიხედვით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამშრომლებს დისკრიმინაციულად ექცეოდა. ინსპექციის დასკვნა წარმომადგენლობითი ორგანოს თანამშრომლებმა დღეს ჩატარებულ ბრიფინგზე გაასაჯაროვეს. [ვიდეო/video]

როგორც საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა, არჩილ ძამაშვილმა განაცხადა, მას და სხვა თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ავიწროებდნენ, რაც შრომის ინსპექციის 3 თვიანი მოკვლევის შედეგადაც დადასტურდა.

საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას უარყოფს თავად რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია.

შეროზია აცხადებს, რომ შრომის ინსპექციამ "ქართული ოცნების" პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და დასკვნის გასაჩივრებას აპირებს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები