გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი სოფლის სკოლის მასწავლებელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მანამდე ამ პირის მიმართ გარყვნილი ქმედების მუხლით იყო საქმე აღძრული.
გარდაცვლილი მამაკაცის პოვნამდე რამდენიმე დღით ადრე, პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე, სამართალდამცავებმა სკოლის მოსწავლეები, სხვა პედაგოგები და თავად ფიზკულტურის მასწავლებელი გამოკითხეს, რომელსაც არასრულწლოვნები გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი მამაკაცის მხრიდან აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.