საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილება ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში, რომელიც ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ მასწავლებლებთან დაკავშირებული რეგულაციების კორექტირებას და ასევე სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებულ ცვლილებას.
დოკუმენტის თანახმად, ცვლილება მიზნად ისახავს: დაზუსტდეს სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები და აქ გათვალისწინებული იქნეს მეტი შესაძლო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება გახდეს სპეციალური მასწავლებელი. ასევე, საშუალება მისცეს მოქმედ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს კომპეტენციები დაადასტურონ 2025 წლის 1-ელ იანვრამდე. აგრეთვე, საშუალება მისცეს 2018 წლის 10 აგვისტომდე დასაქმებულ სპეციალურ პედაგოგს/სპეციალურ მასწავლებელს/ფსიქოლოგს/ინკლუზიური განათლების კოორდინატორს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, აღიარებულ იქნენ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად.
წყარო: ეტალონი