საბერძნეთში ნავი ჩაიძირა

2022-11-01 14:52:51

საბერძნეთში, კუნძულ ევიასთან თურქეთიდან შესული ნავი, რომლითაც მიგრანტები გადაადგილდებოდნენ, ჩაიძირა.

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 9 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.  ცნობილია, რომ ნავზე დაახლოებით, 68 ადამიანი იმყოფებოდა.

სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენი და ორი ნავია ჩართული.