სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა [video]

2022-10-29 22:28:10

სამხრეთ კორეეის დედაქალაქში, სეულში სელოუინის დღესასწაულზე მასობრივ ჭყლეტაში სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. [ვიდეო/video]

სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ჩოი სეონგ ბეომის ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადან კლინიკებში გადაყვანილ დაშავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა.

ადგილზე 140 სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა მომხდართან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა მოიწვია.

 


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები