შუა ხნის ქალი მოკლეს

2022-10-07 22:00:49

თბილისში, დიდ დიღომში მკვლელობა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შუა ხნის ქალს სასიკვდილო ჭრილობა ნაცნობმა კაცმა ცივი იარაღით მიაყენეს.რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. სავარაუდო ბრალდებული სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.