ორ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

2022-10-07 10:56:56

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ორ ახალგაზრდა გოგოს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.