შუახნის მამაკაცი მოკლეს

2022-10-02 12:38:23

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი 65 წლამდე მამაკაცია.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაღუპულის მეზობელია.

50 წლამდე კაცმა სასიკვდილო ჭრილობა მეზობელს ცივი იარაღით მიაყენა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ორივე მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

"თბილისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ზ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებითდადგინდა, რომალკოჰოლისზემოქმედებისქვეშმყოფმაბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისნიადაგზე, ცივიიარაღითსხეულზეჭრილობებიმიაყენანაცნობს - 1957 წელსდაბადებულდ.შ.-ს, რომელიცადგილზეგარდაიცვალა. ზ.თ.-მ, კვალისდაფარვისმიზნით, გარდაცვლილის ცხედარიდანაშაულის ჩადენის ადგილიდან მოშორებით გადაიტანა და ერთ-ერთ ქუჩაზე დატოვა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ებ მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.