რუსთავში ავტომობილი დაიწვა [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი გადაადგილდებოდა რა დროსაც მძღოლმა შეამჩნია რომ მანქანის ძრავიდან კვამლი ამოდიოდა. მძღოლმა მანქანა მარჯვნივ გადააყენა და მგზავრებთან ერთად ავტომობილიდან გადმოვიდა. ცეცხლი მალევე აალდა და მთელ ძრავს წაეკიდა.
ადგილზე დროულად მივიდა სახალძრო სამსახურის ეკიპაჟი, მეხანძრე მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე წუთში მოახერხეს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
კოსტავას გამზირი დაახლოებით 20-30 წუთი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ჰქონდა გადაკეტილი. ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციაც.