სოფელ გომთან, საავტომობილო მაგისტრალზე სამგზავრო მიკროავტობუს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა განუცხადა, მიკროავტობუსის მძღოლმა და მგზავრებმა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლა მოასწრეს და არავინ დაშავებულა.
შემთხვევის დროს ავტომობილი მთლიანად დაიწვა.