მე-12 დღეა ოჯახი ასაკოვან კაცს ეძებს [photo]

2022-09-27 11:20:50

მეთორმეტე დღეა თბილისში 81 წლის კაცს ეძებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული კაცის შვილმა განუცხადა, კაცი სახლიდან 14 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში გავიდა. მას შავი ჟილეტი და ლურჯი სპორტული შარვალი ეცვა.

შვილის ინფორმაციითვე, მამამისი ბოლოს საბჭოს მოედნის ტერიტორიაზე შეამჩნიეს.

ინფორმაციის შემთხვევაში, დაუკავშირდით: 555 51 32 35