დენის დარტყმის შედეგად ქალი გარდაიცვალა

2022-09-26 18:55:31

ბათუმში, 45 წლამდე ასაკის ქალს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს ქალი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ.