თუშეთში უბედურ შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა

2023-09-06 13:49:57

თუშეთში უბედური შემთხვევის  შედეგად ტურისტი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ომალოდან ფშავის მიმართულებით მოტოციკლით გადაადგილდებოდა ტურისტი, რომელიც ხევში გადავარდა დაიღუპა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით მამაკაცი ხევიდან ამოიყვანა, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები