უბედურ შემთხვევას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა

2023-07-19 12:02:45

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

სოფელ ჩხენიშში ბავშვი ეზოში ორმოში ჩავარდა, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები