საცხოვრებელ სახლში 20 და 21 წლის ბიჭების ცხედრები ნახეს

2022-09-21 11:10:59

თბილისში, მუხიანში, საცხოვრებელ სახლში 2 ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭები მეგობრები იყვნენ და ისინი ქირით ცხოვრობდნენ ბინაში.

მათივე ინფორმაციით, ბიჭები 20 და 21 წლის იყვნენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.