"საწარმო ღამის საათებში ფუნქციონირებდა გაუმართავი ტექნიკური დანადგარებთ"

2022-09-08 11:07:06
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „მედიკალ საპორტ ენდ ტექნოლოჯის“ საქმიანობის უფლება შეუზღუდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე შპს „მედიკალ საპორტ ენდ ტექნოლოჯის“ კუთვნილ სახიფათო (სამედიცინო) ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს საქმიანობის განხორციელების უფლება შეუზღუდა.

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიის მიერ არ არის შესრულებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებები. მათ შორის, საწარმო ღამის საათებში ფუნქციონირებდა გაუმართავი ტექნიკური დანადგარების გამოყენებით და არ იცავდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილ ტემპერატურულ რეჟიმს.

შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მასალები, განსახილველად სასამართლოში გადაიგზავნა.