ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მკვლელობა მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელმა 50 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით, მუცლის არეში მიაყენა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივები მომხდარის მოტივად, სუფრაზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას, რაც მკვლელობით დასრულდა.
მომხდაზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.