ავარია მსხვერპლით დასრულდა

2022-08-30 22:19:55

რიკოთის უღელტეხილთა ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.