საფეხბურთო კლუბმა "რუსთავმა" თბილისის "მერანი დაამარცხა.
შეხვედრა ბოლნისში ეროვნული ლიგა 2-ის ტურის ფარგლებში გაიმართა და ანგარიშით 4:0 დამთავრდა.
კლუბ "რუსთავიდან" 3 გოლი იაპონელმა იუტა ნაკანომ გაიტანა, ხოლო მე-4 გოლი მოწინააღმდეგეს კარში მატჩის მიწურულს ნოდარ თუთაშვილმა შეაგდო.
ამ თამაშის მოგებით რუსთავის საფეხბურთო კლუბმა მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
რუსთაველი ფეხბურთელები შემდეგ შეხვედრას 4 სექტემბერს თბილისის "სპაერთან" გამართავენ.