რუსთავში ავარიის დროს 7 ადამიანი დაშავდა [video]

2022-08-24 15:23:25

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 7 ადამიანი დაშავდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მერსედესის მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მიკროავტობუსის მძღოლის თქმით, ის თავის გზაზე მიდიოდა, რა დროსაც გზა მსუბუქმა ავტომობილმა ჩაუჭრა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი ამობრუნდა.

შემთხვევის დროს 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 მგზავრი, ერთი მიკროავტობუსის მძღოლი და ერთიც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.

3 პირს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია, 4 კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა. კლინიკაში გადაყვანილთა შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელი დახმარების მორიგე ექიმმა, თეა გელაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება და მათ სამედიცინო კვლევები უტარდებათ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები