მამა-შვილს ავტომობილი დაეჯახა

2022-08-22 15:13:12

თბილისში, ისნის მეტროსთან ავტომობილი მამა-შვილს დაეჯახა.

კაცს მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება. მოზარდს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

დაშავებულები უკრაინის მოქალაქეები არიან და ისინი სასწრრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  უკვე გადაიყვანა კლინიკაში.