ხმაური რუსთავის ერთერთ ქუჩაზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თოდრიას ქუჩაზე, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით მამაკაცებს შორის უთანხმოება სიტყვიერ კამათში გადაიზარდა და ფიზიკური ანგარიშწორებით დასრულდა.
ადგილობრივებმა 112-ში დარეკეს.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
სამართალდამცავების გამოჩენისთანავე შეკრებილები მალევე დაიშალნენ.