ოჯახი დაკარგულ კაცს ეძებს

2022-08-15 14:01:31

ორი დღეა ხონის მუნიციპალიტეტში დაკარგულ კაცს ეძებენ.

64 წლის ავთო ჯალაღონია სახლიდან 13 აგვისტოს დილის საათებში გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

ახლობლების ინფორმაციით, ის ბოლო სოფელ მათხოჯის ტერიტორიაზე შენიშნეს.

დაკარგულს შავი ჯინსის შარვალი, შავი ზედა და ჩუსტები აცვია.

ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომრებზე 571033750 ან 555540278.