უბედურ შემთხვევას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2022-08-14 19:58:58

ურეკის ერთ-ერთ სასტუმროში უბედური შემთხვევის შედეგად 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა დენმის დარტყმას ემსხვერპლა.

ახალგაზრდა კაცი სოფელ სუფსაში ცხოვრობდა და ურეკში სამუშაოდ იყო წასული.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.