მდინარეში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

2022-08-14 10:48:58

მარნეულში 17 წლის ბიჭი მდინარე დებედაში დაიხრჩო. შემთხვევა მარნეულის სოფელ აღმამედლოში მოხდა.

ახალგაზრდა მდინარეში საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. მის დახმარებას ადგილზე მყოფები ეცადნენ, თუმცა უშედეგოდ.