ზესტაფონში, მდინარე ძუსაში, მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს.
ფაქტი საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც დაუდასტურეს.
სავარაუდოდ, ის ორი დღის წინ გაუჩინარებული 18 წლის ბიჭია. ცხედარს იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
თორნიკე მესხი მდინარეში 17 ივლისს ჩავარდა, მას სამი დღის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები ეძებდნენ.