ავარიის დროს 3 ადამიანი დაშავდა

2022-08-13 20:19:42

მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, "ბე-ემ-ვე-ს" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ფოტო: interpress.ge