ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რომელიც ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი ამობრუნდა და გზის განაპირას ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
ავარიის დროს ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.