42 შემთხვევა და 2 გარდაცვალება

2022-08-02 10:59:03

ბოლო 7 თვეში, საქართველოში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ყირიმ-კონგო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ღებინება, ლორწოვანი გარსების შეწითლება. ასევე, შესაძლოა იყო სიყვითლე, განსაკუთრებით დამახასიათებელია სისხლჩაქცევებით გამონაყარი.

რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, იმ ენდემურ ზონებში, სადაც ყირიმ-კონგოა გავრცელებული, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აქტიური საგანმანათლებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, აქტიურად ხორციელდება მოსახლეობის ინფორმირება, ცხოველების დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგო ნივთიერებებით.

წყარო: ipn