ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2022-07-29 15:38:07

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 84 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით,   მამაკაცი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.