რუსთავში კოვიდ შემთხვევები იზრდება

2022-07-19 19:00:30

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ზრდას განაგრძობს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" პირველ და მეორე დიაგნოსტიკურ ცენტრებში განუცხადეს.

პირველი დიაგნოსტიკურის ხელმძღვანელის, მერი ლოლაძის თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსზე მათთან 225 ადამიანი გაიტესტა, ინფიცირება კი 53-ს დაუდასტურდა.

მეორე დიაგნოსტიკურის ხელმძღვანელის რუსუდან ლოლაძის განცხადებით, მათ სამედიცინო დაწესებულებაში ბოლო კვირაში 430 პირი გატესტეს და 103-ს კოვიდი დაუდასტურდა.

კლინიკებში ამბობენ, რომ მცირედით თუმცა მაინც განაგრძობს ზრდას როგორც გასატესტად მისული პირების რაოდენობა, ასევე დადასტურებული შემთხვევები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები