"ზეთი გაიაფდება"

2022-07-19 18:34:46

მზესუმზირის ზეთის იმპორტიორი კომპანა "ალფას" ხელმძღვანელი ირაკლი ციხისთავი აცხადებს, რომ დაახლოებით 2 კვირაში მზესუმზირის ზეთის ფასი 10%-ით შემცირდება.

ამის მიზეზად ციხისთავი რუსეთში მზესუმზირის ზეთზე საექსპოტო გადასახადის შემცირებას ასახელებს. მისი ინფორმაცით, 1-ლი ივნისიდან რუსეთმა მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე  372,3-დან 525 დოლარამდე გაზარდა, 1 ივლისიდან კი 10%-ით შეამცირა.

"ამ ეტაპზე დახლზე ზეთი ძველი ფასით იყიდება, თუმცა, როგორც კი ახალ შესყიდვას განვახორციელებთ, ცვლილება ფასში აუცილებლად მოხდება. აქამდე რუსეთში 1 ლიტრი მზესუმზირის ფასი 2 აშშ დოლარი იყო, ივლისის თვის დასაწყისიდან  1.75 დოლარამდე შემცირდა", - აცხადებს ციხისთავი.

"ალფა" ზეთის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. მისი ინფორმაციით, 1 ბოთლი (1 ლიტრი) ზეთის ფასი ამჟამად საშუალოდ 7  ლარია,  დაახლოებით 2 კვირაში კი ზეთის ფასი დაახლოებით 60 თეთრით შემცირდება.